ზელენსკი: "რუსეთის აგრესიის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს"
11/01/2023 06:06:57 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეო მიმართვაში დასავლეთის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება, რომ კიევს თანამედროვე იარაღი მიაწოდონ.
" მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს, რომელიც გვეხმარება იმის გაგებისთვის, რომ ახლა ახალი ძლიერი გადაწყვეტილებების დროა, ახალი ძლიერი მხარდაჭერისთვის. თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის. ეს მნიშვნელოვანია გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთი ძალებს აგროვებს მორიგი ესკალაციისთვის”,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, პარტნიორებთან ერთად უკრაინა აკეთებს ყველაფერს, რათა ცხადი გახდეს, რომ არანაირი ესკალაცია რუსეთს არ დაეხმარება.
"რუსული აგრესიის დამარცხება უცვლელი უნდა დარჩეს”, – დასძინა მან.


