Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – მტრის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – მტრის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან

11/01/2023 05:59:24 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ჯერ–ჯერობით კონკრეტულად არაფერს იუწყება დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში არსებულ სიტუაციაზე, სადაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სოლედარი ნახსენებია მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით მდებარე იმ რაიონებს შორის, რომლებიც მოწინააღმდეგემ ბოლო 24 საათში დაცხრილა. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეტევები მოიგერიეს დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან. წინა დღისგან განსხვავებით, ამ დასახლებული პუნქტების ჩამონათვალში არ არის სოლედარი.

სოლედარის დამცველმა უკრაინელმა სამხედრომ ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს 10 იანვარს განუცხადა, რომ ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა. მისი ინფორმაციით, შენობები ხან ერთი და ხან მეორე მხარის ხელში გადადის და 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით გაურკვეველი იყო, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებენ რუსები.

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა წუხელ განაცხადა, რომ ამ დაჯგუფების „ქვედანაყოფებმა კონტროლქვეშ აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია“.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსულ ძალებს სოლედარი სრულად არ დაუპყრიათ, მიუხედავად რუსეთის ცრუ განცხადებებისა, რომ ქალაქი დაეცა და გარდაუვალი გახდა ბახმუტის ალყაში მოქცევაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S