ანა მალიარი - სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება
10/01/2023 19:41:26 მსოფლიო
სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება , - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი “ტელეგრამ–არხზე წერს.
“სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტერი ყურადღებას არ აქცევს საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს. ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით. ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას. მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ ასე თავგანწირულად ბრძოლა”, - წერს მალიარი.
ცნობისთვის: რუსულმა წყაროებმა კვლავ განაცხადეს სოლედარზე “კონტროლის დამყარების” შესახებ.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი და "ვაგნერი" დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის უმეტეს ნაწილს სავარაუდოდ აკონტროლებენ.
მისი ცნობით, რუსეთმა და "ვაგნერმა" ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მიაღწიეს ტაქტიკურ წინსვლას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა სოლედარს ალყა დაუყოვნებლივ შემოარტყას, რადგან უკრაინელები ინარჩუნებენ სტაბილურ თავდაცვით ხაზებს სიღრმეში და აკონტროლებენ მიწოდების მარშრუტებს.


