Accentnews.ge
მევლუთ ჩავუშოღლუ: "თურქეთი მხარს უჭერს ზელენსკის სამშვიდობო გეგმას"

მევლუთ ჩავუშოღლუ: "თურქეთი მხარს უჭერს ზელენსკის სამშვიდობო გეგმას"

10/01/2023 15:57:03 მსოფლიო

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მყარი მშვიდობა და ორმხრივად მისაღები გადაწვეტილებაა. გვჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი… ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა. ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ამ გეგმას და ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას”, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის: ნოემბერში G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთთან სრულფასოვანი მშვიდობა სჭირდება და არა პირობითი “მინსკი-3”. მან მშვიდობიანი დარეგულირების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ითვალისწინებს ტყვეების გათავისუფლებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულიად აღდგენასა და რუსეთის ჯარების გაყვანას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S