
CNN – აშშ–ში უკრაინელები „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებზე წვრთნებს მომავალი კვირიდან დაიწყებენ
10/01/2023 15:52:41 მსოფლიო
აშშ–ში უკრაინელები „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებზე წვრთნებს მომავალი კვირიდან დაიწყებენ, – იუწყება CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, უკრაინელები წვრთნებს ოკლაჰომაში, ფორტ სილში გაივლიან. სწავლებას სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება.
დეკემბერში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევისთვის მორიგი 1,85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების თაობაზე განაცხადა, რომელიც უკრაინისთვის, მათ შორის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემების გადაცემას ითვალისწინებს.