
მედია – ფრონტის ზოგიერთ მიმართულებაზე რუსეთის მხრიდან საარტილერიო დაბომბვა 75%-ით შემცირდა
10/01/2023 15:33:07 მსოფლიო
ფრონტის ზოგიერთ მიმართულებაზე რუსული ჯარების მიერ საარტილერიო დაბომბვა 75%-ით შემცირდა, - იუწყება CNN ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
მათივე თქმით, ვაშინგტონი და კიევი ცდილობენ ამ ქმედების ახსნას, თუმცა ეს მითითებს, რომ ან რუსეთს ეწურება საბრძოლო მასალის რაოდენობა, ან რუსული ტაქტიკის ნაწილია უკრაინული კონტრშეტევის წარმატებების ფონზე.
აშშ-ის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვების რაოდენობა საშუალოდ დღეში 20000-დან 5000 ჭურვამდე შემცირდა. უკრაინის მონაცემებით კი - დღეში 60 000-დან 20 000-მდე.
"მაგრამ ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ საარტილერიო ცეცხლის მკვეთრი შემცირება მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პოზიციების შესუსტებაზე ბრძოლის ველზე. ეს ასევე დაკავშირებულია დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებასთან", – იტყობინება CNN.