Accentnews.ge
მედია – პაკისტანი უკრაინისთვის საბრძოლო მასალით დატვირთული 159 კონტეინერის გაგზავნას გეგმავს

მედია – პაკისტანი უკრაინისთვის საბრძოლო მასალით დატვირთული 159 კონტეინერის გაგზავნას გეგმავს

10/01/2023 14:49:29 მსოფლიო

უახლოეს ორ კვირაში პაკისტანი უკრაინისთვის საბრძოლო მასალით დატვირთული 159 კონტეინერის გაგზავნას გეგმავს, – იუწყება The Economic Times.

მისი ცნობით, ამ დახმარებას პაკისტანი უკრაინას პოლონეთის გავლით გაუწევს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს უკვე რიგით მეორე შემთხვევაა, როცა პაკისტანი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო მასალას უგზავნის. მანამდე, პაკისტანმა უკრაინას სამხედრო დახმარება დიდი ბრიტანეთის მეშვეობით გაუწია.

როგორც The Economic Times იტყობინება, აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, პაკისტანმა შესაძლოა, მიიღოს დახმარება უკრაინისგან Mi-17 ტიპის ვერტმფრენების მოდერნიზაციის კუთხით. მისი ცნობით, უკრაინული ფირმა, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავის ძრავებს და ასევე სამრეწველო ოფშორულ გაზის ტურბინებს, პაკისტანს ვერტმფრენების განახლებაში ეხმარება.

"უკრაინასა და პაკისტანს მჭიდრო სამხედრო და სამრეწველო კავშირები აქვთ,"– დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S