Accentnews.ge
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას აფრთხილებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას აფრთხილებს

10/01/2023 13:00:12 საზოგადოება

10 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის ზედა ზონებსა და კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს მიმართავს.

კომპანიის განცხადებით, სასურველია, შეიფუთოს ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები.

„სასურველია შეფუთოთ თქვენს კუთვნილებაში არსებული ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები.

ასევე, რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვოთ ონკანი წყლის მცირე ჭავლით. ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც საყოფაცხოვრებო ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური დაუკორექტირდებათ განცხადებით მომართვის საფუძველზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S