Accentnews.ge
FT: ჩინეთში ფიქრობენ, რომ "პუტინი გაგიჟდა", პეკინმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა

FT: ჩინეთში ფიქრობენ, რომ "პუტინი გაგიჟდა", პეკინმა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა

10/01/2023 12:47:02 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჩინეთთან სტრატეგიულ და ყოვლისმომცველ პარტნიორობაზე საუბრობს, პეკინის ხელმძღვანელობის ნდობას კარგავს, - ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს,

გამოცემა ჩინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პეკინი აკეთებს დაშვებას, რომ რუსეთი უკრაინაზე გამარჯვებას ვერ შეძლებს და კონფლიქტიდან გამოვა პოლიტიკურად და დიპლომატიურად დასუსტებული მსოფლიო ასპარეზზე.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა სი ძინპინი არ გააფრთხილა უკრაინაში შეჭრის განზრახვის შესახებ. ხოლო ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩინეთში ვიზიტის დროს მან მხოლოდ ის თქვა, რომ მიიღებდა "ზომებს" იმ შემთხვევაში თუ კიევი რუსეთის ტერიტორიას დაესხმებოდა თავს და ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირებას მოახდენდა.

"ჩინეთში ეს გაიგეს, როგორც სიგნალი შეზღუდული სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობისა და არა სრულფასოვანი შეჭრა, რომელიც პუტინმა დაიწყო" - წერს გამოცემა.

"პუტინი გაგიჟდა", - განუცხადა ერთ-ერთმა ჩინელმა ოფიციალურმა პირმა FT-ს ანონიმურობის დავცის პირობით. „შეჭრის გადაწყვეტილება ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფმა მიიღო (რუსეთში). ჩინეთს უბრალოდ არ ესმის რუსეთის“, - განმარტა მან.

ახლა ჩინეთს სურს, შეამციროს დაძაბულობა დასავლეთთან, გააძლიეროს თავისი პოზიციები ევროპაში და სთავაზობს თავს არა მხოლოდ როგორც შესაძლო სამშვიდობო აქტორს, არამედ მზად არის მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში, ამბობენ FT-თან წყაროები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S