მიშელი: "პუტინს ნაკლები ნატო სურდა, საპასუხოდ კი მეტი ნატო და ევროკავშირი მიიღო"
10/01/2023 12:52:10 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა ევროკავშირი და ნატო კიდევ უფრო გააძლიერა და დააახლოვა.
ამის შესახებ მან ევროკავშირისა და ნატო–ს თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
"პუტინს ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მან საპირისპიროს მიაღწია. მან საპასუხოდ არა მარტო მეტი ნატო, არამედ მეტი ევროკავშირიც მიიღო", – განაცხადა მიშელმა.


