პესკოვი – სომხეთის უარზე, ჩაატაროს ОДКБ-ს წვრთნები ქვეყნის ტერიტორიაზე: "ერევნის პოზიციის დეტალებს გავარკვევთ"
10/01/2023 12:39:13 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" (ОДКБ)-ს წვრთნებთან დაკავშირებით სომხეთის პოზიციის დეტალებს გაარკვევენ.
„ეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის საკმაოდ ახალი განცხადებაა და ვფიქრობ, "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ხაზით კოლეგები კავშირზე იქნებიან და სომხეთის პოზიციის დეტალებს გაარკვევენ“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთი რუსეთის ძალიან ახლო მოკავშირეა და გააგრძელებენ დიალოგს, მათ შორის საკმაოდ რთულ საკითხებზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ОДКБ–ს აცნობა, სომხეთი უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებაზე.
"სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.


