ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი გახდა
10/01/2023 12:31:53 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი გახდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შვედეთის პრეზიდენტობა „გადამწყვეტია“ უკრაინის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.
აღსანიშნავია, რომ შედეთმა უკრაინას როგორც ჰუმანიტარული, ისე სამხედრო დახმარება არაერთხელ გაუწია.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ ევროკავშირის ქვეყნები ექვსი თვის ვადით, როტაციის საფუძველზე ხდებიან. ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა წამყვან როლს ასრულებს ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირების კოორდინირების საქმეში. ექსპერტების შეფასებით, შვედური დიპლომატიის როლი მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანობის შესანარჩუნებლად.
უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ შვედეთის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სტოკჰოლმმა უარი თქვა სამხედრო ნეიტრალიტეტზე და ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილებაც მიიღო.


