Accentnews.ge
ევროკავშირმა და ნატო–მ თანამშრომლობის გააფართოების თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროკავშირმა და ნატო–მ თანამშრომლობის გააფართოების თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

10/01/2023 11:22:31 მსოფლიო

ევროკავშირმა და ნატო–მ თანამშრომლობის გააფართოების თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ცერემონია ბრიუსელში ნატო–ს შტაბ-ბინაში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოქწერეს ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე.

ამას გარდა, შეთანხმება შეიცავს მოწოდებებს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინაში.

"პრეზიდენტ პუტინს სურდა რამდენიმე დღეში უკრაინის ხელში ჩაგდება და ჩვენი დაყოფა. ორივე შემთხვევაში მან აშკარად მარცხი განიცადა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო გააგრძელებს „მამაცი უკრაინელი ხალხის“ მხარდაჭერას და „კრემლზე ზეწოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S