Accentnews.ge
“სომხეთი უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებაზე”

“სომხეთი უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიაზე ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებაზე”

10/01/2023 09:34:42 მსოფლიო

სომხეთი უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებაზე“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეს– კონფერენციაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა უკვე მიაწოდა ინფორმაცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებულ შტაბს, რომ შექმნილ ვითარებაში წვრთნების ჩატარებას არამიზანშეწონილად მიიჩნევს.

„ყოველ შემთხვევაში, წვრთნები წელს არ ჩატარდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ერევანი ადრეც აკრიტიკებდა მოსკოვს ლაჩინის დერეფნის სიტუაციის გამო. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანში მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი გზის გადაკეტვის შემდეგ საკვებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიწოდება შეწყდა, რეგიონი ჰუმანიტარულ კრიზისთან ახლოსაა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერევანი შეგნებულად ატყუებს საერთაშორისო პარტნიორებს, რათა გააგრძელოს უკანონო ქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S