„დოჟდმა“ ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო
10/01/2023 08:47:00 მსოფლიო
დამოუკიდებელმა რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ ნიდერლანდში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, - ამის შესახებ არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ განაცხადა.
გადაწყვეტილება მარეგულირებლის ვებ–გვერდზე ჯერ კიდევ 22 დეკემბერს გამოქვეყნდა. ლიცენზია ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
2022 წლის 6 დეკემბერს ლატვიის მარეგულირებელმა ორგანომ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტელეკომპანიის წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა "სპეცოპერაციის ზონაში რუსი სამხედროებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ". მოგვიანებით მან განმარტა, რომ სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. გარკვეული პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კოროსტელევი გაათავისუფლეს. ამსთან, მას ლატვიაში შესვლა ეკრძალება.


