ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა რუსულმა ფრეგატმა ნორვეგიის ზღვაში წვრთნები ჩაატარა
10/01/2023 07:39:23 მსოფლიო
ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილმა რუსულმა ხომალდმა ნორვეგიის ზღვაში წვრთნები ჩაატარა, – იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
"ფრეგატის სახელწოდებით „საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“ ეკიპაჟმა ნორვეგიის ზღვაში საჰაერო თავდაცვის წვრთნები გამართა", – აცხადებს თავდაცვის უწყება.
რუსეთმა ატლანტის ოკეანეში ფრეგატი 4 იანვარს გაუშვა. როგორც მოსკოვი აცხადებს, ფრეგატი ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდება.


