ბრიტანული დაზვერვა – ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა სოლედარს ალყა შემოარტყას
10/01/2023 06:41:15 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსეთი და "ვაგნერი" დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის უმეტეს ნაწილს სავარაუდოდ აკონტროლებენ.
მისი ცნობით, რუსეთმა და "ვაგნერმა" ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მიაღწიეს ტაქტიკურ წინსვლას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა სოლედარს ალყა დაუყოვნებლივ შემოარტყას, რადგან უკრაინელები ინარჩუნებენ სტაბილურ თავდაცვით ხაზებს სიღრმეში და აკონტროლებენ მიწოდების მარშრუტებს.


