უკრაინა – ხერსონში რუსების მიერ საცხოვრებელი სახლების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
10/01/2023 05:18:40 მსოფლიო
ხერსონში რუსების მიერ საცხოვრებელი სახლების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებს.
მისი თქმით, მომხდარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
"ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი. ჭურვი პირდაპირ საცხოვრებელი კვარტლის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ტიმოშენკო „ტელეგრამზე“.


