Accentnews.ge
პენტაგონმა უკრაინისთვის VAMPIRE-ს ტიპის სარაკეტო დანადაგრები შეუკვეთა

პენტაგონმა უკრაინისთვის VAMPIRE-ს ტიპის სარაკეტო დანადაგრები შეუკვეთა

10/01/2023 05:03:06 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ კომპანია L3Harris Technologies-ს უკრაინისთვის 14 ერთეული VAMPIRE–ს ტიპის სარაკეტო დანადგარი შეუკვეთა . ამ შეიარაღებით უკრაინის არმიის გასაძლიერებლად აშშ 40 მილიონ დოლარს ხარჯავს.

კომპანიის ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პენტაგონისგან შესაბამისი კონტრაქტი 9 იანვარს მიიღეს. ამ სარაკეტო დანადგარებით უკრაინელი სამხედროები შეძლებენ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებას და ხმელეთზე საფრთხეებისგან თავის დაცვასაც.

VAMPIRE უკრაინას დაეხმარება თავდასხმებისგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაში.

2023 წლის 6 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 24.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S