ზელენსკი: "სოლედართან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით"
10/01/2023 04:59:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სოლედართან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით.
მისი თქმით, ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება და ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მთელი დონბასის გათავისუფლება იქნება.
„შტაბის მორიგ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში არსებულ ვითარებაზე - ზუსტად იმ რაიონებზე, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელია : ბახმუტი და სოლედარი, კრემენაია და სვატოვო. [...] და რისი მოგება უნდოდა იქ რუსეთს? ყველაფერი მთლიანად დანგრეულია. სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა და ათასობით ადამიანი დაკარგეს. სოლედართან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით. აი, ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ზელენსკიმ.


