Accentnews.ge
ჩინეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა

ჩინეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა

09/01/2023 18:11:46 მსოფლიო

ჩინეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განმა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხი განიხილა.

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ცინ განი უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოვიდა".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, ცინ განმა და სერგეი ლავროვმა აღნიშნეს, რომ "მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების გლობალურ საქმეებში ჰეგემონიის დამყარების პოლიტიკა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S