მედია – რუსეთის სახალხო დამცველი უკრაინელ კოლეგას თურქეთში შეხვდება
09/01/2023 17:22:24 მსოფლიო
რუსეთის სახალხო დამცველი უკრაინელ კოლეგას თურქეთში შეხვდება, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა.
მოსკალკოვას თქმით, შეხვედრა 12-14 იანვარს გამართება და ის თურქეთის ომბუდსმენის მიერ არის ორგანიზებული.
"ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - განაცხადა მოსკალკოვამ.


