ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ
09/01/2023 17:17:36 მსოფლიო
ევროკავშირი და ნატო თანამშრომლობას გააფართოებენ, შესაბამის დოკუმენტს მხარეები ბრიუსელში 10 იანვარს გააფორმებენ.
„რადგანაც უსაფრთხოების წინაშე არსებული ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც აღმოვჩნდით, სულ უფრო მასშტაბური ხდება, ჩვენ პარტნიორობას ახალ დონეზე ავიყვანთ“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ხელს მოაწერენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე.
ამას გარდა, დოკუმენტში იქნება მოწოდებები, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი უკრაინაში.


