Accentnews.ge
სახდეპი: "ჩვენი დახმარება საქართველოში ფოკუსირებულია, მათ შორის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე"

სახდეპი: "ჩვენი დახმარება საქართველოში ფოკუსირებულია, მათ შორის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე"

09/01/2023 16:08:35 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველო აშშ–ის ფისკალური წლის ბიუჯეტიდან მიიღებს, "ფოკუსირებულია, მათ შორის მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე". ამის შესახებ "აქცენტს" სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა განუცხადა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიის 20%–ის მიმდინარე ოკუპაციის ფონზე აშშ ქვეყნის სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერია.

"აშშ ამაყობს იმით, რომ ოცდაათ წელზე მეტია, საქართველოს პარტნიორია ქვეყნის დემოკრატიის გზაზე და ხელს უწყობს საქართველოს მზარდ კავშირებს შეერთებულ შტატებსა და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან. რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიის 20%–ის მიმდინარე ოკუპაციის ფონზე ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ს დახმარების პროგრამები საქართველოში ფოკუსირებულია მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე; ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე; დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და მმართველობაზე; განათლებასა და სოციალური მომსახურებაზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე", – განუცხადა "აქცენტს" პრეს–სპიკერმა.

რაც შეეხება რა თანხა იქნება გამოყოფილი თითოეულ მიმართულებაზე, მისი თქმით, "კონკრეტული სექტორული ასიგნებები 2023 წლისთვის ჯერ–ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ აქცენტი ამ პრიორიტეტულ სფეროებზე გაგრძელდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S