Accentnews.ge
მედია – ბრიტანეთი უკრაინისთვის ბრიტანული ტანკების გაგზავნის საკითხს განიხილავს

მედია – ბრიტანეთი უკრაინისთვის ბრიტანული ტანკების გაგზავნის საკითხს განიხილავს

09/01/2023 13:42:09 მსოფლიო

ბრიტანეთი უკრაინისთვის ბრიტანული ტანკების გაგზავნის საკითხს განიხილავს, რათა უკრაინულ არმიას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს, – იუწყება Sky News.

გამოცემის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის, მაგრამ დამტკიცების შემთხვევაში ბრიტანეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უპასუხებს უკრაინის ლიდერების თხოვნას მძლავრი ტანკებით აღჭურვის შესახებ.

როგორც Sky News–ს ერთ–ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, კიევისთვის ბრიტანული ტანკების მიწოდება ხელს შეუწყობს ნატო–ს სხვა მოკავშირეების წახალისებას, გაუგზავნონ ტანკები უკრაინას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S