Accentnews.ge
რუსების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე ბაზრის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე ბაზრის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

09/01/2023 09:36:24 მსოფლიო

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ავრცელებენ ცნობებს, რომ დღეს დილით რუსებმა ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მათი ინფორმაციით, თავდასხმა შევჩენკოს ბაზარზე მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი კაცი დაიღუპა, 7 ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგო დაშავდა.

ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების თანამშრომლები. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ბაზრის შენობის ნანგრევებში ადამიანები იმყოფებოდნენ. გრძელდება სამაშველო ოპერაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S