რუსი დეპუტატი მოითხოვს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მსახიობ არტურ სმოლიანინოვის წინააღმდეგ საქმე აღძრან
09/01/2023 06:35:29 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო დეპუტატი სულტან ხამზაევი მოითხოვს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მსახიობ არტურ სმოლიანინოვის წინააღმდეგ საქმე აღძრან. მისი თქმით, იგი გეგმავს საგამოძიებო კომიტეტს მიმართოს.
„ნოვაია გაზეტა. ევროპა“-სთან ინტერვიუში სმოლიანინოვმა განაცხადა, რომ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, უკრაინის მხარდასაჭერად იბრძოლებდა. უფრო ადრე მსახიობმა თქვა, რომ მხოლოდ ზიზღს განიცდის მათ მიმართ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.
თანამედროვე რუსული კინოს პოპულარულმა მსახიობმა, რომელიც უკრაინაში შეჭრას მწვავედ აკრიტიკებს, რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა.


