Accentnews.ge
WSJ სააკაშვილის სატატიას აქვეყნებს: "დასავლეთს შეუძლია, დადგეს დემოკრატიისკენ და გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე"

WSJ სააკაშვილის სატატიას აქვეყნებს: "დასავლეთს შეუძლია, დადგეს დემოკრატიისკენ და გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე"

09/01/2023 06:11:49 პოლიტიკა

The Wall Street Journal საქართველოს ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის სტატიას სათაურით "დასავლეთს შეუძლია დადგეს დემოკრატიისკენ და გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე" აქვეყნებს.

სააკაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს, რომ "ქართველ ხალხს ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მას კი სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარონ".

"თუ საქართველოს მტრები წარმატებას მიაღწევენ და მე პატიმრობაში მოვკვდები, რეგიონის სხვა ლიდერებმა უნდა იღელვონ როგორც რეგიონის, ასევე, საკუთარ ბედზეც. პუტინს არ დაუმალავს, რომ აქტიურად ერეოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ამჟამინდელი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში. პუტინი დამპირდა, რომ დამსჯიდა და რამდენჯერმე გაავლო პარალელები ჩემსა და მის ერთ დროს შიდა მეტოქე, ალექსეი ნავალნის შორის.

11 ევროპელი ექიმისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც მუშაობს ორგანიზაცია „ეპათიასთან" ერთად თქვა, რომ სამედიცინო დახმარება საქართველოში არაადეკვატურია. ხუთმა ამერიკელმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შემისწავლა და მითხრა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაუდებელი დახმარების გარეშე, ციხეში მოვკვდები. მათ აღმოაჩინეს, რომ პოტენციურად სასიკვდილო მძიმე ლითონით მომწამლეს და მივიღე ტვინის დაზიანება დამპყრობლების ხელით.

ახლა მე შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ აშშ არ მისცემს საშუალებას პუტინს, მიაღწიოს გამარჯვებას ჩემი სიკვდილით და არ მისცემს საშუალებას, დაამყაროს კონტროლი საქართველოზე, რის აღსაკვეთადაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით",- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S