Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები სკანდინავიის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის"

სტოლტენბერგი: "რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები სკანდინავიის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის"

09/01/2023 05:59:40 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის არასათანადოდ შეფასებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი შედეგები სკანდინავიის ქვეყნების უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ მან შვედეთში, უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

"მისასალმებელია, რომ შვედეთი და ფინეთი ახლა ნატო–ს წევრები ხდებიან. ნატო–ს შეუძლია, უზრუნველყოს უსაფრთხოება სკანდინავიის რეგიონში, ბალტიის რეგიონსა და ევროპაში.და ეს ყველას უფრო უსაფრთხოს გახდის. [...] ნატო–ს ყველა მოკავშირემ ხელი მოაწერა გაწევრიანების ოქმს. რატიფიცირება მოახდინა 30 ქვეყნიდან 28-მა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მალე შევძლებთ თბილად მივესალმოთ შევდეთსა და ფინეთს, როგორც ნატო–ს სრულუფლებიან წევრებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S