Accentnews.ge
უკრაინა – კრამატორსკში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმცია სიმართლეს არ შეესაბამება

უკრაინა – კრამატორსკში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმცია სიმართლეს არ შეესაბამება

09/01/2023 05:25:21 მსოფლიო

უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრე–სპიკერი სერჰი ჩერევატი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კრამატორსკში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

”ეს არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ოპერაცია", - განაცხადა ჩერევატიმ უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

8 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში, რუს სამხედროებზე 1 იანვარს განხორციელებული თავდასხმის პასუხად ჩაატარეს „შურისგების ოპერაცია“ და კრამატორსკში გაანადგურეს 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთო საცხოვრებლის შენობაში იმყოფებოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S