Accentnews.ge
შვედეთის პრემიერი – ნატო–ში გაწევრიანების შესახებ: "შეუძლებელია თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება"

შვედეთის პრემიერი – ნატო–ში გაწევრიანების შესახებ: "შეუძლებელია თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება"

09/01/2023 05:00:00 მსოფლიო

შვედეთს არ შეუძლია შეასრულოს ყველა მოთხოვნა, რაც თურქეთმა ქვეყანას ნატო–ში გასაწევრიანებლად წაუყენა და არ აპირებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

„თურქეთმა დაადასტურა, რომ შევასრულეთ ის, რისი პირობაც მივეცით. თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ აქვთ მოთხოვნა, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია და არ ვაპირებთ შევასრულოთ. ახლა გადაწყვეტილება თურქეთზეა. დარწმუნებული ვარ, თურქეთი ნატო–ში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. უბრალოდ არ ვიცით, როდის", განაცხადა შვედეთის პრემიერმა.

შვედეთის და ფინეთი ცდილობენ, ნატო–ში გაწევრიანებას მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და მათ ნეიტრალიტეტის ტრადიციულ გზას უარი განუცხადეს. ნატო–ში გაწევრიანებისთვის ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა – თურქეთმაც უნდა გასცეს თანხმობა. სანაცვლოდ სტოკჰოლმს ანკარამ, მათ შორის მოსთხოვა თურქი მოქალაქეების გადაცემა, რომლებიც მის მიერ ტერორისტებად არიან მიჩნეული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S