Accentnews.ge
აეროპორტი – პარიზში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა

აეროპორტი – პარიზში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა

07/01/2023 15:31:40 საზოგადოება

საქართველოს ცაში თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ქუთაისიდან პარიზში გაფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, - იუწყება "რადიო თავისუფლება" აეროპორტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა შეიტყო, რომ აფრენის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. ქუთაისიდან თვითმფრინავიი 17:24 საათზე აფრინდა და აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ავიახომალდი საქართველოს ცაში დაფრინავდა.

როდის წაიყვანს ქუთაისიდან პარიზში Wizz Air მგზავრებს ზუსტი დრო უცნობია.

აეროპორტში ამბობენ, რომ თვითმფრინავს აფრენა ნახევარ საათში შეეძლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S