Accentnews.ge
პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს ქუთაისში აბრუნებენ

პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს ქუთაისში აბრუნებენ

07/01/2023 15:00:29 საზოგადოება

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს უკან აბრუნებენ. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ახლა Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავს. მსგავს შემთხვევებში პილოტი საწვავის მარაგს ხარჯავს ხოლმე, რომ დაჯდომის დროს ნაკლები რისკი იყოს.

ამ დროის მონაცემებით [18:49] თვითმფრინავმა ქუთაისი თავზე მინიმუმ ხუთჯერ შემოიფრინა.

თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა. მას რამდენიმე ათეული კილომეტრი ჰქონდა გავლილი, როცა უკან დაბრუნება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S