Accentnews.ge
უკრაინა – პუტინის მიერ გამოცხადებული 36–საათიანი ზავის მიუხედავად, რუსეთი უკრაინას შობის დღესასწაულზეც ბომბავს

უკრაინა – პუტინის მიერ გამოცხადებული 36–საათიანი ზავის მიუხედავად, რუსეთი უკრაინას შობის დღესასწაულზეც ბომბავს

07/01/2023 14:54:13 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული 36–საათიანი ზავის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება რუსული შეტევის შესახებ იუწყება.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. კირილენკოს თქმით, ერთი ადამიანი დაიჭრა ქალაქ კურახოვოს დაბომბვისას, სადაც დაზიანდა ორი საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსი და საავადმყოფოს შენობა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ბახმუტსა და კრასნაია გორაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა, ხუთი კერძო სახლი დაზიანდა.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, რუსეთის ჯარებს თავდასხმები არ შეუწყვეტიათ.

„როგორც მანამდე იყო დაბომბვა, ახლაც ისევე გრძელდება, როგორც იყო ჩვენს პოზიციებზე თავდასხმის მცდელობები, ისე რჩება“, - განუცხადა გაიდაიმ Donbass.Realii-ს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სოლედარზე რუსეთის არმიის თავდასხმების მოგერიების შესახებ. ამ რაიონში სასტიკი ბრძოლები რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 7 იანვარს განაცხადა, რომ რუსული ჯარი იცავს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს უკრაინაში კონტაქტის მთელ ხაზზე. ამავე დროს, მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე აგრძელებს დაბომბვას.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 6 იანვრის შუადღიდან 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. მან გადაწყვეტილება დაასაბუთა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილის თხოვნით ე.წ. "საშობაო ზავის" შესახებ. კიევმა უარი თქვა ინიციატივის მხარდაჭერაზე და მას "ფარისევლობა" უწოდა. დასავლეთიც სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსული იდეის მიმართ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პუტინის „ზავი“ ცინიზმად შეაფასეს. ინიციატივა „სიყალბედ და ფარისევლობად“ შეფასდა ევროპაშიც. ევროკავშირის ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "რუსეთი - ცალსახა აგრესორი, ხოლო უკრაინა მსხვერპლია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S