Accentnews.ge
თბილისში "შმაქსისტების" აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

თბილისში "შმაქსისტების" აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

29/10/2019 08:39:47 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში "შმაქსისტების" აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: „შეწყდეს „შმაქსებზე“ ნადირობა; გაუქმდეს მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმები და გაუქმდეს ტაქსების რეფორმა“.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პატრულმა რამდენიმე დღეა, „შმაქსისტებზე ნადირობა“ დაიწყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საგანმანათლებლოა, საპატრულო პოლიცია მძღოლებს ჯარიმებს მაინც უწერს.

აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც მოთხოვნების შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთებენ განცხადებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S