მედია - პუტინი კრემლის ტაძარში შობას მარტო შეხვდა
07/01/2023 14:28:04 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშობაო ლიტურგიას კრემლის ტაძარში მარტო დაესწრო. შესაბამის ფოტოებსა და ვიდეომასალას შობის ღამეს კრემლში, ხარების საკათედრო ტაძარიდან რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა მართლმადიდებლებს შობა მიულოცა.
"გულითადად გილოცავთ შობას! ეს ნათელი, საყვარელი დღესასწაული ადამიანებს შთააგონებს კეთილი საქმეებისა და მისწრაფებებისკენ“, - თქვა მან და დასძინა, რომ "ეს დღესასწაული ემსახურება საზოგადოებაში ისეთი მორალური პრინციპებისა და სულიერი ფასეულობების დამტკიცებას, როგორიცაა თანაგრძნობა, წყალობა, სამართლიანობა და სიკეთე".
ეს იყო შობის პირველი დღესასწაული მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში.


