Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად კევინ მაკარტი აირჩია

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერად კევინ მაკარტი აირჩია

07/01/2023 08:19:35 მსოფლიო

მე-15 კენჭისყრის შედეგად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კევინ მაკარტი სპიკერად აირჩიეს.

მაკარტიმ 216 დელეგატის ხმა მიიღო. ბოლო 163 წლის განმავლობაში, ეს კონგრესის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი არჩევნები იყო. ასევე კონგრესის ისტორიაში პირველად, დემოკრატების ლიდერი აფროამერიკელი წარმოშობის ჰაკიმ ჯეფრისი გახდა.

კევინ მაკარტის სპიკერად არჩევა უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მასთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მაკარტის მიულოცა ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S