Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტეშობას  გილოცავთ ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ

ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტეშობას  გილოცავთ ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ

06/01/2023 20:34:42 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად მიიჩნევა.

“ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

იესო ქრისტეს შობამ მთელი კაცობრიობისათვის გარდამტეხი როლი შეასრულა და სიკეთის, მიმტევებლობის, შემწყნარებლობის, კაცთა შორის სათნოების დამკვიდრებისა და სიყვარულის ნიმუშად იქცა. ამიტომაც მიიჩნევა მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S