Accentnews.ge
აშშ ირანული "დრონების" მწარმოებელ კომპანიებს სანქციებს უწესებს

აშშ ირანული "დრონების" მწარმოებელ კომპანიებს სანქციებს უწესებს

06/01/2023 17:19:07 მსოფლიო

აშშ–მა ირანული "დრონების" მწარმოებელ კომპანიებს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ასევე შეეხო "საკვანძო ორგანიზაციის დირექტორს, რომელიც პასუხისმგებელია ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამების ზედამხედველობაზე".

ამასთან, სანქციები დაუწესდათ ირანის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური კომპანიის თანამშრომლებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ, გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ პუტინის იარაღს, რომელსაც იგი უკრაინაში თავი ბარბაროსული და გაუმართლებელი ომის საწარმოებლად იყენებს. აშშ სწრაფად იმოქმედებს იმ პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ ირანის უპილოტო საფრენი აპარატების და ბალისტიკური რაკეტების პროგრამებს. კრემლის დამოკიდებულება ბოლო ინსტანციის მომწოდებლებზე, როგორიცაა ირანი, აჩვენებს მათ სასოწარკვეთას უკრაინული წინააღმდეგობისა და ჩვენი გლობალური კოალიციის წარმატების წინაშე", - აცხადებენ აშშ–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S