Accentnews.ge
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: "რუსეთმა „ცეცხლის შეწყვეტის“ პირველი სამი საათის განმავლობაში 14-ჯერ გახსნა ცეცხლი“

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი: "რუსეთმა „ცეცხლის შეწყვეტის“ პირველი სამი საათის განმავლობაში 14-ჯერ გახსნა ცეცხლი“

06/01/2023 17:10:46 მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ "რუსეთმა „ცეცხლის შეწყვეტის“ პირველი სამი საათის განმავლობაში ლუგანსკში 14-ჯერ გახსნა ცეცხლი“.

"რუსულმა ძალებმა ასევე სცადეს შტურმი ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ გათავისუფლებულ სოფელზე. დეოკუპირებულ სოფელში ხალხი მთელი დღეა, სარდაფებს აფარებს თავს", – აცხადებს გაიდაი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს 12:00 საათზე (მოსკოვის დროით) ამოქმედდა და 7 იანვრის 24:00 საათამდე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S