პოდოლიაკი - ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა, ეს არის „რუსული ზავის“ არსი
06/01/2023 16:19:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის სიტყვა არასდროს უნდა იქნას მიღებული სერიოზულად.
„6 იანვარი, საჰაერო განგაში მთელს უკრაინაში. ბავშვები ისევ ბომბების ცივ თავშესაფრებში არიან. ხერსონში სახანძრო სადგური დაიბომბა. ეს არის „რუსული ზავის“ არსი: კლავს ზურგში, იმიტირებს. არასოდეს მიიღოთ რუსეთის ფედერაციის სიტყვები სერიოზულად. ეს ყოველთვის პრიმიტიული და ცინიკური ტყუილია“, - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში..


