
ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა
06/01/2023 15:58:49 საზოგადოება
ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ეს ინფორმაცია ბელგიაში საქართველოს საკონსულოს რამდენიმე წუთის წინ შეატყობინეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც ლიზა ქისტაურის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გუშინ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდებოდა.