Accentnews.ge
გლობალური დათბობის შედეგად 2100 წლისთვის მყინვარების 89%–ის გაქრობას არ გამორიცხავენ

გლობალური დათბობის შედეგად 2100 წლისთვის მყინვარების 89%–ის გაქრობას არ გამორიცხავენ

06/01/2023 15:03:28 მსოფლიო

გლობალური დათბობის სადღეისოდ არსებული ტემპის გათვალისწინებით 2100 წლისთვის დედამიწაზე მყინვარების 68% გაქრება, უარეს შემთხვევაში კი – 83%, საუკეთესო შემთხვევაში კი - ნახევარზე ნაკლები. ამის თაობაზე საუბარია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

მყინვარების მკვლევრებმა შეისწავლეს დედამიწის 215 ათასივე მყინვარი გარდა გრენლანდიისა და ანტარქტიდის საფარისა. ამის შემდეგ კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით გაიანგარიშეს, რამდენი მყინვარი გაქრება და რამდენად გაზრდის ეს მსოფლიო ოკეანის დონეს გლობალური დათბობის სხვადასხვა ტემპების პირობებში.

აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის 2,7°C-ის გაზრდით, რაც ამჟამინდელი პროგნოზია, გადნება 48,5 ტრილიონი ტონა ყინული, რაც ყველა მყინვარის 68%-ს უდრის. ამის შედეგად ზღვის დონე 11,5 სანტიმეტრით გაიზრდება. ის უკვე იზრდება ყინულის საფარის დნობისა და წყლის საერთო დათბობის გამო.

ზღვის დონის ასეთი გაზრდის შედეგად ათ მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდება მოქცევის ხაზს დაბლა - ეს მათ წყალდიდობით ემუქრება.

მყინვარების მასშტაბური დნობა ასევე ნიშნავს წყლის მარაგის კლებას პლანეტის უდიდესი ნაწილისთვის, წყალდიდობის რისკის ზრდას და ისტორიული ადგილების დაკარგვას, რომლებიც ახლა ყინულით არის დაფარული ალასკიდან ალპებამდე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S