
საქართველოში 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში კლინიკებში კვებითი ინტოქსიკაციის გამო 81 ადამიანი შეიყვანეს
06/01/2023 13:09:05 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში კლინიკებში კვებითი ინტოქსიკაციის გამო 81 ადამიანი შეიყვანეს.
მისი ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ცენტრში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევების შესახებ 257 მიმართვა დაფიქსირდა.
როგორც უწყება აცხადებს, 257–დან 81 შემთხვევაში ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.