ვერეშჩუკი: "რუსები საშობაოდ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ"
06/01/2023 12:23:16 მსოფლიო
უკრაინის ვიცე–პრემიერისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსები საშობაოდ ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ საშობაოდ რუსები დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებში ტერაქტებს ამზადებენ. სიფრთხილე გამოიჩინეთ და შეძლებისდაგვარად, ხალხმრავალი ადგილების მონახულებისგან თავი შეიკავეთ. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა უკრაინის ვიცე–პრემიერმა.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეხების ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პუტინის განკარგულებით, ცეცხლის შეწყვეტა 6 იანვარს მოსკოვის დროით 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრამდე, მოსკოვის დროით 24:00 საათამდე გაგრძელდება.


