
Reuters – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ევროზონის ეკონომიკური განწყობის ინდექსი გაიზარდა
06/01/2023 11:21:01 მსოფლიო
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, ევროზონის ეკონომიკური განწყობის ინდექსი გაიზარდა, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, ევროკომისიის მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკის ყველა სექტორის მიმართ უფრო მეტი ოპტიმიზმია. ამასთან, აღნიშნული მონაცემები დეკემბერში ინფლაციური მოლოდინების მკვეთრ ვარდნაზე მიუთითებს.
"დეკემბერში ევროზონის ეკონომიკური განწყობის ინდექსი 95.8%–მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი ნოემბერში 94.0% იყო. ეს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაფიქსირებული ზრდაა", – იუწყება Reuters.