ხვალ სტოლტენბერგი შვედეთს ეწვევა
06/01/2023 11:01:07 მსოფლიო
ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შვედეთს ეწვევა.
ალიანსის ცნობით, გენერალური მდივანი მონაწილეობას მიიღებს Folk och Försvar-ის უსაფრთხოების კონფერენციაში.
კონფერენციის ფარგლებში იგი შვედეთის პრემიერ-მინისტრს ულფ კრისტერსონსაც შეხვდება.
ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა ნატო–ში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი წევრის მისაღებად ალიანსის ამჟამინდელი 30 წევრის ერთსულოვანი თანხმობაა საჭირო. თურქეთი ამ ეტაპზე თავს იკავებს და მოითხოვს ფინეთისა და შვედეთისგან, გაუსწორდნენ იმ ჯგუფებს, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს და სურს ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში ეჭვმიტანილი ადამიანების ექსტრადირება.
ნატო–ს 28 ქვეყნის პარლამენტმა უკვე მოახდინა შვედეთისა და ფინეთის წევრობის რატიფიცირება. მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მიუციათ თანხმობა.


