Accentnews.ge
ლას-ვეგასში ტექნოლოგიის პრესტიჟულ გამოფენაზე რუსული კომპანიები არ დაუშვეს

ლას-ვეგასში ტექნოლოგიის პრესტიჟულ გამოფენაზე რუსული კომპანიები არ დაუშვეს

06/01/2023 10:00:36 მსოფლიო

ლას-ვეგასში ტექნოლოგიის პრესტიჟულ გამოფენა CES-2023–ზე რუსული კომპანიები არ დაუშვეს. ამის შესახებ გამოფენის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

"ჩვენ ისინი წელს არ დავპატიჟეთ, პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩავთვალეთ, რომ ეს უადგილო იქნებოდა", – აცხადებს გამოფენის ორგანიზატორი გარი შაპირო.

მისი თქმით, გამოფენაზე, რომელიც 5-8 იანვარს იმართება, წარმოდგენილი იქნება თორმეტამდე უკრაინული ტექნოლოგიური კომპანია.

CES-2023 მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიის გამოფენაა. BBC-ს ცნობით, ღონისძიებაზე წელს 100 000-მდე მონაწილეს ელოდნენ, გამოფენილია 3000-მდე კომპანია, მთელი მსოფლიოდან - მათ შორის ტექნოლოგიათა გიგანტი კომპანიებიც და მცირე ზომის ე.წ. "სტარტაპებიც".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S