Accentnews.ge
თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ორმხრივი დოკუმენტების პაკეტი "აბრეშუმის დიდი გზისა" და "ერთი სარტყელი - ერთი გზის"  ინიციატივებსაც მოიცავს

თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ორმხრივი დოკუმენტების პაკეტი "აბრეშუმის დიდი გზისა" და "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივებსაც მოიცავს

06/01/2023 09:59:27 მსოფლიო

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის მოლაპარაკებების შემდეგ, პეკინში ხელი მოეწერა ორმხრივ დოკუმენტთა პაკეტს.

თურქმენეთის პრეზიდენტის ჩინეთში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები. მხარეებმა, კერძოდ, განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო-ეკონომიკურ, საწვავისა და ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე საპარლამენტო კავშირების გაღრმავების საკითხი.

მოლაპარაკებების შემდეგ ხელმოწერის ცერემონიაზე, სახელმწიფოების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას თურქმენეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ამის შესახებ თურქმენეთის ოფიციალური მედია იუწყება.

მედიის ცნობით, ცერემონიაზე ხელმოწერილი დოკუმენტი რიგ საკითხებს მოიცავს:

  • თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2023-2024 წლებში;
  • თურქმენეთის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თურქმენეთ-ჩინეთის თანამშრომლობის კომიტეტის შექმნის შესახებ 2008 წლის 29 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი, ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, თურქმენეთის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი, მწვანე ეკონომიკის განვითარების სფეროში საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, თურქმენეთის მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის;
  • თურქმენეთისა და ჩინეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი "აბრეშუმის დიდი გზის აღორძინებისა" და "ერთი სარტყელი - ერთი გზის" საერთაშორისო ინიციატივების შერწყმის თაობაზე;
  • კულტურის სფეროში თანამშრომლობის გეგმა თურქმენეთის კულტურის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის 2023-2026 წლებში;
  • შეთანხმება ახალი ამბების გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს შორის;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსა და გაზეთ „People's Daily“-ს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის შესახებ;
  • მემორანდუმი საინფორმაციო თანამშრომლობის შესახებ თურქმენეთის ტელევიზიის, რადიო მაუწყებლობისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტსა და ჩინეთის მედია კორპორაციას შორის;
  • ჯანდაცვის სამოქმედო გეგმა თურქმენეთის ჯანდაცვისა და სამედიცინო მრეწველობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯანმრთელობის სახელმწიფო კომისიას შორის 2023-2027 წლებში;
  • თურქმენეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ჩინეთის ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი თურქმენეთის კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მთავარ სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზსა“ და ჩინეთის ნავთობისა და გაზის ეროვნულ კორპორაციას შორის გაზის სექტორში თანამშრომლობის შესახებ;
  • ურთიერთგაგების მემორანდუმი იაგშიგელდი კაკაევის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტს (თურქმენეთი) და ჩინეთის ნავთობის ეროვნულ კორპორაციას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის;
  • თანამშრომლობის მემორანდუმი მაგთიმგულის თურქმენეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თურქმენეთი) და პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტს (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) შორის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S