ISW - პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს, საომარ მოქმედებებში პაუზა შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის გამოიყენოს
06/01/2023 09:26:51 მსოფლიო
„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW ) განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს, საომარ მოქმედებებში პაუზა შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის გამოიყენოს.
მისი ცნობით, ცეცხლის დროებით შეწყვეტის თაობაზე კრემლის განცხადება საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც უკრაინის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.
„პუტინი შესაძლოა, ცდილობს, 36-საათიანი პაუზით რუსეთის ჯარებს დასვენების, ხელახალი ორიენტაციის და ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების ხელახალი განხორციელებისთვის გამოიყენოს. ასეთი პაუზა არაპროპორციულად სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს და უკრაინისთვის ინიციატივის წართმევის დაწყებას გამოიწვევს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანალიტიკოსების განცხადებით, პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების რელიგიურ ნიადაგზე აგება დამატებით აძლიერებს კიდევ ერთ რუსულ საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც პუტინს ქრისტიანული სარწმუნოების „ნამდვილ მფარველად“ წარმოაჩენს.


